პარლამენტს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა წარედგინება

დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, პარლამენტს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა წარედგინება.

სესიამდე შემაჯამებელ სხდომას თავად საგამოძიებო კომისია გამართავს, რომელიც დასკვნის საბოლოო ვარიანტს მიიღებს და დოკუმენტს ბიუროს წარუდგენს.

ბიუროს გადაწყვეტილებით კი, დასკვნის განხილვა 26 ივლისის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში აისახება.

„ქართული ოცნება” მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიას, დაესწრონ 26 ივლისის პლენარულ სხდომას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხვილვაში მიიღონ მონაწილეობა.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სხდომაში არმონაწილეობა შეფასდება როგორც დისკუსიისგან თავის არიდებისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა.

„თუ კვლავაც მიგაჩნიათ, რომ პარლამენტის მრავალთვიან საბოტაჟს, რომელმაც დააზიანა ქვეყნის ინტერესები, ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი, ნუ გაექცევით დისკუსიას და სცადეთ თქვენი სიმართლის დამტკიცება.

სხდომაში არმონაწილეობა შეფასდება როგორც დისკუსიისგან თავის არიდებისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა”,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც პარტიამ 23 ივლისს გაავრცელა.

ინფორმაციისთვის, 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია ფრაქცია "ქართული ოცნების" ინიციატივით შეიქმნა. კომისიამ ოთხი დეპუტატის შემადგენლობით იმუშავა, რომლებიც თავად "ქართული ოცნებიდან" და ასევე, "ევროპელი სოციალისტებიდან" იყვნენ წარმოდგენილი.

საპარლამენტო ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს