ვახტანგ მეგრელიშვილი - ოპოზიციური სტრატეგია, შეარჩიოს ერთი კანდიდატი და მის გარშემო შემოიკრიბოს ოპოზიცია, გვგონია ძალიან არასწორი - „გირჩი“ მერობის კანდიდატის წარდგენაზე დაფიქრდება

„გირჩი“ დაფიქრდება თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატის წარდგენაზე, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების სტრატეგია, რომ შეარჩიოს ერთი კანდიდატი და მის გარშემო შემოიკრიბოს ოპოზიცია არჩევნებში, „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად არის ძალიან არასწორი.

„როგორც ვიცით „გირჩს“ გვქონდა გაცხადებული ასეთი პოლიტიკა, რომ ჩვენ ოპოზიციონერი კოლეგებისთვის არ გვინდოდა ხელი შეგვეშალა მაჟორიტარულ ნაწილში და მხოლოდ პარტიული სიით ვაპირებდით გავსულიყავით არჩევნებზე, თუმცა რასაც ვუყურებთ, ჩვენი აზრით, ოპოზიციური სტრატეგია, რომ შეარჩიოს ერთი კანდიდატი და მის გარშემო შემოიკრიბოს ოპოზიცია, გვგონია ძალიან არასწორი და კონტრპროდუქტიული იმ მიზნისთვის, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე დავამარცხოთ. აქედან გამომდინარე ჩვენ შეიძლება დავფიქრდეთ ჩვენი მერობის კანდიდატის დაყენებაზე, რადგან რაღაც თვალსაზრისით გვგონია, რომ თუ ეს ჩვენი ვარაუდი სწორია, მაშინ გამოდის, რომ ყველა პარტიამ ისევე როგორც პროპორციულ ნაწილში მაჟორიტარულ ნაწილშიც თავისი კანდიდატი უნდა წარადგინოს. ასე რომ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ კიდევ ერთხელ დავფიქრდებით ჩვენს სტრატეგიაზე , ადგილობრივ არჩევნებზე დავაყენებთ თუ არა ჩვენს კანდიდატურას“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

მეგრელიშვილის განმარტებით, ბევრ პარტიას ეყოლება მერობის კანდიდატი, მაგრამ მათ არ შეუძლიათ რაიმე სახის კონკურენცია გაუწიონ კალაძეს ან მელიას.

„ბევრ პარტიას ეყოლება მერობის კანდიდატი, მაგრამ ყველასთვის გასაგები იქნება, რომ ამ პარტიების მერობის კანდიდატებს არ შეუძლიათ რაიმე სახის კონკურენცია გაუწიონ კალაძეს ან მელიას, მე ვისაუბრე იმაზე, რომ პარტიები, რომლებიც წარმოდგენილია და პრეტენზია აქვთ იმაზე, რომ პროპორციულ არჩევნებში მიიღებენ შედეგს მაჟორიტარულ ნაწილში, სხვა სტრატეგია აქვთ არჩეული და რაღაცა გაერთიანებას აპირებენ, რის შინაარსსაც ვერ ვხდები“, - აღნიშნა მეგრელიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა