ვახტანგ მეგრელიშვილი - საგამოძიებო კომისიას ორმხრივი ნდობა არ ჰქონდა, მაგრამ ადამიანებმა ხომ იმუშავეს? მოსმენას წინ რა უდგას? - უცნაურია, რომ ბოიკოტს უცხადებენ

კომისიას შანსი არ ჰქონდა, რომ ის ფუნქცია, რასაც თავიდან ისახავდა, შეესრულებინა. მას ორმხრივი ნდობა არ ჰქონდა, მაგრამ ადამიანებმა ხომ იმუშავეს? რაც იმუშავეს, იმის მოსმენას წინ რა უდგას?, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თაობაზე განაცხადა.

მეგრელიშვილის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკური კრიზისი არჩევნების გაყალბება - არ გაყალბების ირგვლივ კამათით იყო გამოწვეული.

„გამომდინარე იქედან, რომ არავის სჯეროდა იმ ინსტრუმენტის, რომელიც პარლამენტს ჰქონდა და ეს კომისია შეიქმნა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კრიზისი შარლ მიშელის დახმარებით ამოწურული არც კი ყოფილა, ბუნებრივია, ოპოზიციის დღევანდელი განცხადება, რომ ხვალ რაღაც არ დაესწრებიან თუ უნდობლობას უცხადებს.

ძალიან ბუნებრივია, რადგან ამ დისკუსიაში ეს კომისია მხოლოდ ერთ მხარეს - "ქართული ოცნების" მხარეს წარმოადგენდა. მეორე მხრივ, დღეს შეცვლილი სიტუაციაა - იქ ჩვენი კოლეგები არიან, წინა რიგებში სხედან და ბევრ საკითხზე ერთადაც ვსაუბრობთ. ზუსტად ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, უცნაურია, რომ ბოიკოტს უცხადებენ. მოგეწონა - არ მოგეწონა, ენდობი, თუ არა - ეს სხვა საკითხია, მაგრამ მათი მოსმენა შეიძლება“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, ის აუცილებლად აპირებს არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მოსმენას. გირჩის ლიდერმა აღნიშნა, რომ მას კომისიის წევრთა მუშაობის შედეგი აინტერესებს.

ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 26.09.2022
დიტერ ბოდენი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე