ვაჟა მარგველაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა.

ქართველი სპორტსმენი შეჯიბრებას მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით მოასპარეზე იაკუბ შამილოვი ბოლო წამებზე შესრულებული გდებით დაამარცხა.

მეოთხედფინალში ქართველმა სპორტსმენმა ისრაელის წარმომადგენელ ბარუჩ შმაილოვს სძლია, ნახევარფინალში - კორეელ ან ბაულს, ხოლო ფინალში მარგველაშვილი მასპინძელ ჰიფუმი აბესთან დაძაბულ ბრძოლაში, ერთი ვაზარით დამარცხდა.

შეგახსენებთ, ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ეს გახლავთ საქართველოს ნაკრების პირველი მედალი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს