თამარ გაბუნია - ჩვენი მაჩვენებლები სხვა ქვეყნებისთვისაც საგანგაშოა, ამის გამო შეგვიცვალეს სტატუსი, ერთადერთი გამოსავალია, ტალღის კუპირება მოვახდინოთ და სწრაფად აღვიდგინოთ არსებული მიმოსვლა

დღეს ჩვენი მაჩვენებლები, სხვა ქვეყნებისთვისაც საგანგაშოა და რა თქმა უნდა, სტატუსი ჩვენ ამის გამო შეგვიცვალეს - ერთადერთი გამოსავალია კუპირება მოვახდინოთ ამ ტალღის და რაც შეიძლება სწრაფად დავიბრუნოთ და აღვიდგინოთ აქამდე არსებული მიმოსვლის საშუალება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გაბუნიას თქმით, საქართველოს სიაც სხვა ქვეყნებთან მიმართებაში რისკების გათვალისწინებით, პერიოდულად იცვლება.

"ეპიდემიური ვითარება ჩვენთან გაუარესდა და ევროპის ქვეყნები მეზობელი ქვეყნების ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას აფასებენ პერიოდულად და სტატუსი ვინ არის წითელ ზონაში, ვინ არის მწვანე ზონაში, იცვლება. დღეს ჩვენი მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, მათთვისაც არის საგანგაშო და რა თქმა უნდა, სტატუსი ჩვენ შეგვიცვალეს ამის გამო. ერთადერთი გამოსავალი ამის არის ის, რომ კუპირება მოვახდინოთ ამ ტალღის და რაც შეიძლება სწრაფად დავიბრუნოთ და აღვიდგინოთ აქამდე არსებული მიმოსვლის საშუალება. რა თქმა უნდა, მათთვისაც საგანგაშოა ჩვენთან არსებული სიტუაცია. იგივეს ვაკეთებთ ჩვენც მაღალი რისკის ქვეყნებთან მიმართებაში და ჩვენი სიაც და მოთხოვნებიც პერიოდულად იცვლება", - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიამ ასევე განმარტა მოგზაურობასთან დაკავშირებული მოთხოვნები ევროპაში და ვაქცინების აღიარების საკითხი.

"ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა, მათ შორის, ავსტრია, შვეიცარია ერთნაირი სტატუსით განიხილავს "სინოფარმს", "სინოვაკს", "ასტრაზენეკას", "ჯონსონს", "ფაიზერს", თუმცა არის ქვეყნები, რომლებიც კონკრეტულად მოითხოვენ ევროპის მარეგულირებლის მიერ აღიარებულ ვაქცინებს. მაგალითად, გერმანიაში სპეციალური მოთხოვნებია და მხოლოდ" სინოვაკით" და "სინოფარმით" ვაქცინაცია არ არის საკმარისი, ბევრ ქვეყანაში ეს საკმარისია იმისთვის, რომ პირი ჩაითვალოს სრულად ვაქცინირებულად", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო