თამარ გაბუნია - ვფიქრობთ, 7 500 საწოლი,  რაც ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში ჩვენი მაქსიმალური მობილიზაცია იყო, კვირის განმავლობაში დაბრუნდება

ვფიქრობთ 7 500 საწოლი რაც იყო ჩვენი მაქსიმალური მობილიზაცია ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში, დაბრუნდება კვირის განმავლობაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, რამდენიმე კლინიკა ყოველდღიურად ამატებს საწოლფონდს, ასევე სასტუმროების დიდი ნაწილი ინფიცირებულთა განსათავსებლად კვლავ მობილიზდება.

“შემთხვევების რაოდენობა მაღალია დღესაც, კლინიკები მობილიზებულია, ყოველდღიურად რამდენიმე კლინიკა ამატებს საწოლფონდს, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ 7 500 საწოლი, რაც იყო ჩვენი მაქსიმალური მობილიზაცია ნოემბერ -დეკემბრის პიკის პერიოდში, დაბრუნდება კვირის განმავლობაში. ასევე სასტუმროების დიდი ნაწილი კვლავაც მობილიზდება. ვფიქრობთ, რომ ამ პერიოდსაც ეს მობილიზაცია გაგვატარებინებს ისე, რომ პაციენტს ვისაც სჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა იყოს ჰოსპიტალში და ვისაც ბინაზე შეეძლება დარჩენა მას გაუწევს ოჯახის ექიმი მეთვალყურეობას“, - განაცხადა გაბუნიამ.

როგორც მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „დელტა“და სხვა შტამების მოლოდინის გამო, პაციენტების მხრიდან ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა უფრო გაიზარდა.

„"დელტა" შტამის და სხვა შტამების მოლოდინმა, ასევე იმან, რომ შესაძლოა ამას უფრო მძიმე მიმდინარეობა ჰქონდეს, გარკვეულად შიში გაზარდა და პაციენტების გარკვეული ნაწილი განსაკუთრებით, პედიატრიული პაციენტების მშობლები ითხოვენ ჰოსპიტალიზაციას. პედიატრიული კლინიკები მიუთითებენ, რომ ბავშვები, რომლებიც მათთან მიდიან, არიან საკმაოდ მსუბუქი მიმდინარეობით, მაგალითად ტემპერატურის მომატებით, რაც შეიძლება ნებისმიერ მწვავე რესპირატორული ინფექციის დროს იყოს და არაფერი განსაკუთრებულ რისკს ბავშვის ჯანმრთელობისთვის არ წარმოადგენდეს. ვფიქრობ, ეს შიშიც უნდა დავძლიოთ, რათა სტანდარტული ჰოსპიტალიზაციის პროცესს დავუბრუნდეთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს