ხატია დეკანოიძის გამოკითხვა დასრულდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის გამოკითხვა დასრულდა.

ხატია დეკანოიძე 24 ივლისს, ინტერვიუს ჩაწერის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოიკითხა.

როგორც დეკანოიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, მან დაწვრილებით აუხსნა რა ხდებოდა თავდასხმის, შეურაცხყოფის დროს.

„მათ შორის ვუთხარი, რომ განსაკუთრებით ერთ-ერთი ჟურნალისტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო, რადგან პირდაპირ მისკენ მოდიოდა მანქანა. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა ეს ადამიანი სოციალურ ქსელშიც - მუქარით. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დაცხრილვით გვემუქრება, ავტომატი რომ მქონდეს დავცხრილავდიო და ა.შ.“, - აცხადებს დეკანოიძე.

ხატია დეკანოიძის თქმით, პირი, რომელმაც გუშინ ინტერვიუს დროს, მას შეურაცხყოფა მიაყენა, აქამდე არასდროს უნახავს. ოპოზიციონერის თქმით, მან აღნიშნული პიროვნება სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც შეამჩნია და შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ არ გრძნობს თავს დაცულად.

ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, უწყებაში მას უთხრეს, რომ პირი უკვე იდენტიფიცირებულია. დეკანოიძის თქმით, ამ დროისთვის გამოძიება ადმინისტრაციული მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, გუშინ ხატია დეკანოიძეს ინტერვიუს ჩაწერის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს