იაგო ხვიჩია - კონსენსუსით გვინდოდა ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევა, მაგრამ მივხვდით, ჩვენი კონსენსუსი არავის სჭირდებოდა და „ქოცები“ თავისთვის „უბერავდნენ“

„ქართულმა ოცნებამ" შეთანხმება დაარღვია - კონსენსუსით გვინდოდა თავმჯდომარის შერჩევა, მაგრამ მივხვდით, ჩვენი კონსენსუსი არავის არ სჭირდებოდა და „ქოცები“ თავისთვის „უბერავდნენ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესს გამოეხმაურა.

მისი თქმით, არჩევნების სანდოობის საკითხი ცესკო-ს თავმჯდომარის ვინაობაზე დამოკიდებული არ არის, თუმცა, შეთანხმება ამ ნაწილშიც „ქართულმა ოცნებამ" დაარღვია.

„მე არ მგონია, რომ არჩევნების სანდოობა - არასანდობაა თავმჯდომარის ვინაობაზე იყოს დამოკიდებული. წინა თავმჯდომარე კონსენსუსით იყო არჩეული და კონსენსუსითვე ითხოვდნენ გადადგომას. ფაქტი, რაც უნდა შევაფასოთ, არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ ნაწილშიც დაარღვია შეთანხმება, იქ ეწერა, რომ ამასთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო კონსულტაციები, კონსენსუსით უნდა შეგვერჩია ხალხი და ა.შ. ამის ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ყველაფერი გამოტოვა და აირჩია ტაქტიკა, რომ 6 თვით აირჩიოს თავმჯდომარე და კონსენსუსზე საერთოდ საუბარი არ იყოს. ჩვენ არ ვყოფილვართ რომელიმე კანდიდატთან მებრძოლები, პირიქით ყველასთან გასაუბრება გვაინტერესებდა და კონსენსუსით არჩევა, მაგრამ მივხვდით, რომ ჩვენი კონსენსუსი არავის არ სჭირდებოდა და „ქოცები“ თავისთვის, მარტო „უბერავდნენ“ ამ შერჩევას“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარის და 2 პროფესიონალი წევრის არჩევას კიდევ ერთხელ, ამჯერად 90 ხმით შეეცდება. პარლამენტმა ხმათა 2/3- ით ვერც ერთი კანდიდატის არჩევა ვერ მოახერხა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა