სტარტაპმა Stack Entrepreneurship Word Cup Georgia-ს ფინალურ ღონისძიებაზე მთავარი პრიზი მოიპოვა და გლობალური ფინალისტი გახდა

სტარტაპმა Stack Entrepreneurship Word Cup Georgia-ს ფინალურ ღონისძიებაზე მთავარი პრიზი მოიპოვა და გლობალური ფინალისტი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტარტაპის თანადამფუძნებელი გიორგი ლალიაშვილი გლობალური კონკურსის მომდევნო რაუნდში 200 ქვეყნის ეროვნული გამარჯვებულების წინააღმდეგ იბრძოლებს მილიონი დოლარის ფულადი ჯილდოს მისაღებად.

“Stack-ის ინტერნეტ ბრაუზერი დაფუძნებულია ერგონომიურ პრინციპებზე და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს უკეთ მოახდინონ ვებ კონტენტის ორგანიზება, განახორციელონ ნავიგაციის პროცესი სხვა ბრაუზერებთან შედარებით ორჯერ უფრო სწრაფად და შეასრულონ ამოცანები დაბრკოლებების გარეშე.

EWC გლობალური ფინალისთვის მოსამზადებლად, ლალიაშვილი მონაწილეობას მიიღებს გლობალურ აქსელერაციის პროგრამაში, რომელიც მოიცავს ვირტუალურ ტრენინგსა და ინდივიდუალური მენტორობის პროცესს და მიზნად ისახავს კომპანიის ზრდის ხელშეწყობას.

Entrepreneurship World Cup Georgia -ს კონკურსის ფინალისტები იყვნენ:

Citypay.io, ბლოკჩეინის სისტემაზე დაფუძნებული გადახდის სისტემა,რომელიც ბიზნესს კრიპტო ტრანზაქციების განხორციელებას მნიშვნელოვნად შემცირებული დანახარჯებით სთავაზობს. Omofox, გლობალური ციფრული სატვირთო გადაზიდვების პლატფორმა Dinespace, აპლიკაცია რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, წინასწარ შეუკვეთონ სასურველი საკვები და წინასწარვე შეძლონ ანგარიშსწორება. Ebazaar.ge, ციფრული აგრო პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ტრადიციული აგრო მარკეტის ჩანაცვლებას Sustainable Geniuses, თამაში რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ფინანსური განათლების პოპულარიზაციას Green Lab , ერთჯერადი, ეკომეგობრული, ბიოდეგრადირებადი აქსესუარები

კონკურსის ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით ადგილობრივი მხარდამჭერებისა და პარტიორების (მათ შორის მობილური ოპერატორი ბილაინის, ფაბლაბ ილიაუნის, პრე აქსელერატორი Zoomout-ის და ჯეპრას) მიერ დაწესებული ჯილდოების მფლობელები გახდნენ: Dinespace – დაჯილდოვდა 3000 ლარიანი ფულადი პრიზით; Sustainable Geniuses – დაჯილდოვდა ფაბლაბ ილიაუნისა და პრე-აქსელერატორი Zoomout-ის მიერ მენტორობის პროგრამითა და პროტოტიპის შემუშავებით; საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ მიერ ქართულ ენაზე ადაპტირებული ბიზნეს ლიტერატურით ; თითოეული მონაწილე კონკურსანტი მიიღებს წვდომას უფასო ვირტუალური ტრენინგებსა და 25,000 აშშ დოლარამდე ღირებულების სერვისებთან.

კონკურსის ჟიური მოიცავდა სამოქალაქო, აკადემიური, ტექნოლოგიური და ბიზნეს სექტორის პროფესიონალებს, მათ შორის: თინა ღოლაძე, მმართველი დირექტორი, გლობალური სამეწარმეო ქსელი ; ნანა დიხამინჯია, ვიცე რექტორი ინოვაციებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, დავით ჩეჩელაშვილი, ტექნოლოგიური ანტრეპრენერი; ნატო ჩაკვეტაძე, პროგრამის კოორდინატორი, 500 Startups ; ჯაბა შავიშვილი, ციფრული პროდუქტების მენეჯერი, ბილაინი ; ნუცა სუბელიანი, უფროსი კონსულტანტი, საკონსულტაციო კომპანია ჯეპრა.

მეწარმეობის მსოფლიო თასის კონკურსი ხორციელდება გლობალური სამეწარმეო ქსელი საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, მობილური ოპერატორის „ბილაინის“ მხარდაჭერით.

პროექტის პარტნიორები არიან - მეწარმეთა ასოციაცია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ინგლისურ ენოვანი ონლაინ გამოცემა Caucasus Business Week და საკონსულტაციო კომპანია ჯეპრა.

მეწარმეობის მსოფლიო თასის ღონისძიებაში 2021 წელს 200 ქვეყნის 150 000-ზე მეტმა კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა. ინიციატივა მიზნად ისახავს სტარტაპების ბიზნესის განვითარებისა და მასშტაბირების ხელშეწყობას, გლობალური სააქსელერაციო პროგრამის დახმარებით. გლობალური ფინალისტები ერთმანეთს შეხვდებიან Misk Global Forum- ზე, რიადში, საუდის არაბეთში, ოქტომბერში.

EWC არის ინიციატივა, რომელსაც ხელმძღვანელობენ Misk Global Forum, გლობალური მეწარმეობის ქსელი და გლობალური განათლებისა და ლიდერობის ფონდი, ეროვნული და გლობალური პარტნიორების, მათ შორის GSVlabs და მეწარმეთა ორგანიზაციის, მხარდაჭერით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს