გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, ქვეყანაში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, პირველი სასწავლო მოდული შემუშავდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა აგრარული მიმართულების პედაგოგებს, ხარისხის მენეჯერებსა და კოლეჯების დირექტორებს სასწავლო მოდული „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა” და „კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი, დაბალემისიებიანი სოფლის მეურნეობა” გზამკვლევი გააცნეს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, სასწავლო მოდული პროფესიული სასწავლებლებისთვის გაეროს განვითარების პროგრამისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით შემუშავდა.

მათი ინფორმაციით, კურსი მოიცავს საქართველოში აგროეკოლოგიური და კლიმატური ზონების მიმოხილვას, არსებული კლიმატური პირობების გათვალისწინებით მემცენარეობასა და მეცხოველეობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკის გაცნობას, კლიმატის ცვლილების გავლენას სოფლის მეურნეობაზე, ასევე, კლიმატგოვრული და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობას.

„პროფესიულ სასწავლებლებში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სასწავლო კურსის დანერგვის მიზანია, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შეფასების, აღნიშნული რისკების შემამცირებელი ღონისძიებების შემუშავების და თანამედროვე მიდგომების დანერგვის ხელშესაწყობად, შესაბამისი პროფესიული კადრების მომზადება. სასწავლო მოდული შემუშავებულია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტის ფარგლებში - „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების მოდერნიზაცია”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა