ვახტანგ კალოიანი - „ტოცილიზუმაბი“, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ კოვიდინფიცირებულებს ესაჭიროებათ, არ არის ხელმისაწვდომი და დაკარგულია ბიუროკრატიულ ბარიერებში

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ვახტანგ კალოიანის განცხადებით, ხელისუფლებამ კვლავ ვერ შეძლო ვაქცინასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური პრობლემების მოგვარება და დიდ ქალაქებში პრაქტიკულად აღარ არის ადგილები, რათა მოქალაქეები აიცრან.

კალოიანი ხელისუფლებას მოუწოდებს, მაქსიმალურად გაიზარდოს ამცრელი პუნქტების რაოდენობა, რათა გაადვილდეს მოქალაქეებისათვის ვაქცინის ხელმისაწვდომობა და ვაქცინაცია ტექნიკურად უფრო მარტივი გახდეს.

კალოიანი ასევე შეეხო კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისათვის კონკრეტული მედიკამენტის არახელმისაწვდომობას და მთავარ პრობლემად ბიუროკრატიული ბარიერი დაასახელა.

კალოიანმა ხელისუფლებას მოუწოდა, მოხდეს კლინიკური პროცესის სტანდარტიზაცია, რათა მედიკამენტი ყველასთვის ხელმწისაწვდომი გახდეს.

„ბოლო დროის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მოქალაქეების მზადყოფნა ვაქცინაციისთვის. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ისევ ვერ შეძლო ბოლომდე უზრუნველეყო ლოჯისტიკა, დღეს არცერთ დიდ ქალაქში აღარ არის ადგილები, რათა მოქალაქეები დარეგისტრირდენ, მივიდნენ და აიცრან. სამწუხაროდ, ეს არის ცუდი დაგეგმვის და რაოდენობის არასწორი გათვლის შედეგი, შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად გაზარდოს ამცრელი პუნქტები და გააადვილოს ხელმისაწვდომობა მოქალაქეებისთვის, გახადოს ვაქცინაცია ბევრად უფრო მარტივი ტექნიკურად შესასრულებლად.

მეორე, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს ძალიან ხშირად ესაჭიროებათ მედიკამენტი „ტოცილიზუმაბი“, რომელიც რეალურად არ არის ხელმისაწვდომი, ის დაკარგულია ბიუროკრატიულ ბარიერებში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რადგან ის საჭირო არის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისათვის ძალიან სწრაფად. ბიუროკრატიულ ბარიერებში იგულისხმება ის, რომ სახელმწიფოს აქვს შექმნილი კომისია და ნაცვლად იმისა, რომ კლინიკური პროცესის სტანდარტიზაცია გააკეთოს, დაახლოებით 5 რგოლი უნდა გაიაროს კლინიკამ, რათა ეს მედიკამენტი მიიღოს, რაც შესაბამისად, საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას.

ამიტომ, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გააკეთოს კლინიკური პროცესის სტანდარტიზაცია, იზრუნოს მასზე, აქტიურად იმუშაოს, რადგან პაციენტების მზარდ რაოდენობას, რომელთა დიდი ნაწილიც იქნება კრიტიკული, აუცილებლად ესაჭიროება ეს მედიკამენტი და ამის დაგვიანების ფასი არის ადამიანების სიცოცხლე“, - განაცხადა კალოიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა