ნათია თურნავა - ყველა პირობა შევქმენით იმისთვის, რომ ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ გაძლიერებული ვაქცინაციით დავამარცხოთ პანდემია და ამ ვითარებიდან ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ

ყველა პირობა შევქმენით იმისთვის, რომ ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ გაძლიერებული ვაქცინაციით დავამარცხოთ პანდემია და ამ ვითარებიდან ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ სრული „ლოკდაუნის“ გამო, საკმაოდ სოლიდური სესხი აიღო და ახლა, არსებულ პირობებში, სესხის აღების არც შესაძლებლობა და არც სურვილი არ გააჩნია.

„შევეცდები, ძალიან მარტივად აგიხსნათ, რა განსხვავებაა 2021 წელსა და 2020 წლის გაზაფხულს შორის. თვისობრივად სხვა ვითარება იყო, ერთი, რომ მართვის ცოდნა მაშინ ნაკლებად არსებობდა მსოფლიოში და საქართველოში, ჩვენ ახლა უკვე თითქმის 1,5 წელი პანდემიის რეჟიმში ვიმყოფებით, ცოდნაც და უნარიც გაცილებით მეტია. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გაცილებით უფრო მეტად არის აღჭურვილი და გაძლიერებული, ასევე ჩვენ გვაქვს ვაქცინა, რაც შარშან არ არსებობდა. შედარებით მარტივია პირობითად რომ ვთქვათ ინფიცირებულთა რიცხვის მართვა ჩაკეტვის პირობებში იმიტომ, რომ ჩაკეტილია და პრაქტიკულად, გადადების შესაძლებლობა ნაკლებია, მაგრამ ამისთვის საჭიროა დამატებითი რესურსები, რომ ჩვენ დავეხმაროთ იმ ინდუსტრიებს, ვინც არის ჩაკეტილი.

ჩვენ ამისთვის დიდძალი სესხი ავიღეთ. მეტი სესხის აღების არც შესაძლებლობა, არც სურვილი არ გაგვაჩნია. სესხი სესხია, ადრე თუ გვიან ის დასაბრუნებელი იქნება. ამიტომ, ყველა პირობა შევქმენით იმისთვის, რომ ჩაკეტვის გარეშე, მხოლოდ გაძლიერებული ვაქცინაციით დავამარცხოთ პანდემია და ამ ვითარებიდან ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ. ამას სწორედ ასე განვახორციელებთ“,- განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ქვეყნის ბიუჯეტი დამატებითი სესხით არ უნდა „დამძიმდეს“.

„წელს ახალი ხელშეკრულება არ დადებულა მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ პანდენიის დროს ქვეყანამ აიღო საკმაოდ დიდი ვალდებულება, გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე, მთელმა მსოფლიომ აიღო ვალდებულება, მსოფლიოში გლობალურად თუ შევხედავთ, საგარეო ვალის აგრეგირებული მოცულობა საკმაოდ გაიზარდა, იგივე მოხდა საქართველოშიც. ჩვენ პრაქტიკულად უკვე ზღვარზე ვართ ჩვენი ფისკალური ვალდებულებების თვალსაზრისით, რომელსაც ბიუჯეტი არ აიღებს და ვერ აიღებს, მაგრამ არც არის ამის აუცილებლობა. როდესაც ქვეყანაში გაქვს 2 მილიონი დოზა ვაქცინა, როდესაც კიდევ ერთი მილიონი დოზა ვაქცინა პრაქტიკულად გზაშია, რა საჭიროა, რომ დავამძიმოთ ჩვენი ბიუჯეტი, ჩვენი მოსახლეობა დამატებითი სესხით. ამის სანაცვლოდ, ყველას მოვუწოდებ, შეგნებულად მიუდგეს ამ საკითხს და ელემენტარულად ვაქცინაცია ჩაიტარონ“,- განაცხადა თურნავამ.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა