პარლამენტის დადგენილების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული, ჩატარებული ძირითადი თავისუფლებების დაცვით

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული, ჩატარებული ძირითადი თავისუფლებების დაცვით, - ასეთია პარლამენტის დადგენილება, რომელსაც დღეს 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიობო კომისიის დასკვნასთან ერთად მიიღებენ.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში ყველა შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული საკითხების მოძიების, გაანალიზებისა და დამუშავების შედეგად დადასტურდა ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული, ჩატარებული ძირითადი თავისუფლებების დაცვით.

დადასტურდა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცესკომ უზრუნველყო კოვიდუსაფრთხო გარემო საარჩევნო უბნებზე, ხოლო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა მიერ გამოხატული თავისუფალი ნება პროპორციულად აისახა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ ოქმში“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს