ბადრი ჯაფარიძე - წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას არაფერი აქვს, რითაც შეიძლება თავი მოიწონოს და ცდილობს, კვლავ დაპირისპირება შეიტანოს საზოგადოებაში

წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას არაფერი აქვს, რითაც შეიძლება თავი მოიწონოს და ცდილობს კვლავ დაპირისპირება შეიტანოს საზოგადოებაში, - ასე აფასებს „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ჟურნალისტებთან ხატია დეკანოიძეზე სიტყვიერ შეურაცხყოფას და მედიამენეჯერების პლაკატების გაკვრას თბილისის ქუჩებში.

მისი თქმით, ეს ყველაფერი იმის გაგრძელებაა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში პარლამენტში ხდება.

„სიძულვილის ენის გამოყენება, სიძულვილის კამპანიის მხარდაჭერა, თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე და ჩვენს კოლეგაზე ხატია დეკანოიძეზე, ეს ყველაფერი არის სწორედ იმის გაგრძელება, რაც ხდება პარლამენტში, როცა ადამიანები ხედავენ, რომ ბიუროს სხდომაზე შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო კოლეგას, დარბაზში 5 დეპუტატი თავს დაესხას ოპოზიციის წარმომადგენელს, ეს ყველაფერი გარეთ გადადის. ჩვენ ამას წინ უნდა აღვუდგეთ, ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაპირისპირებას, ესკალაციას. წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას არაფერი აქვს, რითაც შეიძლება თავი მოიწონოს და ცდილობს კვლავ დაპირისპირება შეიტანოს საზოგადოებაში, გამოიყვანოს ესა თუ ის ძალა მტრად, ოპოზიციას უწოდოს რადიკალური ოპოზიცია, ეს ლექსიკა ხმარებიდან უნდა იქნას ამოღებული. როცა დეპუტატი თავის თავს უფლებას აძლევს ხელი მოუქნიოს მის კოლეგას, უნდა გავაძევოთ და დეპუტატი, რომელიც შეურაცხყოფას მიაყენებს კოლეგას, დასწრება უნდა აეკრძალოს სხდომებზე. რაც ჩვენ ვნახეთ თავდასხმა ხატია დეკანოიძეზე, ეს არის იმის გაგრძელება, რაც ხდებოდა პარლამენტში. როცა ვხედავთ პოსტერებს, რომელიც სიძულვილს ქადაგებს, ყოვლად მიუღებელია და ყველანი წინ უნდა აღვუდგეთ ასეთ კამპანიას, ჩვენ უნდა მივცეთ მაგალითი, რომ სიძულვილს არ ვუპასუხებთ სიძულვილით",- განაცხადა ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო