მამუკა მდინარაძე ხატია დეკანოიძეს - თქვენი პოლიტიკური პარტიის მხრიდან ზიზღის კამპანიაზე საუბარი უბრალოდ ამორალურია

თქვენი პოლიტიკური პარტიის მხრიდან ზიზღის კამპანიაზე საუბარი უბრალოდ ამორალურია - თქვენს პოლიტიკურ ძალას უფლება არა აქვს ზიზღის დასრულებისკენ ჩვენ მოგვიწოდოს, - ამ განცხადებით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ოპოზიციონერ კოლეგას ხატია დეკანოიძეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიმართა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ბათუმში ვიღაცამ რაღაცას ფეხი რომ წამოკრას და დაეცეს, არჩევნებამდე კახა კალაძეს დაბრალდება“.

„თქვენ ვერ ამჩნევთ თქვენი ტელევიზიის დირექტორისგან პირდაპირ ეთერში დედის გინებას, მაგრამ ამჩნევთ ვიღაცის მიერ გაკრულ პლაკატს, რომელიც ერთ დღეში იდენტიფიცირებულია. რაკი ასე გაწყობთ, ეს თქვენი ნეგატიური პიარი კალაძისკენ უნდა მიემართოს. რა თქმა უნდა, ზიზღი და ძალადობის კამპანია ცუდი და დასაგმობია, მაგრამ საქმის გარკვევა თქვენგან ასე უნდა იყოს, რომ ვიღაც ბნელმა რაღაც ჩაიდინა და პირდაპირ იტყვით, რომ ეს გააკეთეთ თქვენ! არსებულ მოცემულობას ტყუილებს თუ გამოვაკლებთ, არაფერი არ რჩება - რჩება ფარსი, რასაც წლებია საზოგადოებას სთავაზობთ“, - მიმართა დეკანოიძეს მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა