ნათია თურნავა - ყოვლად მიუღებელია ევროკავშირის დროშის ხელყოფა - მომხდარზე ადეკვატური სამართლებრივი პასუხი იქნება

ყოვლად მიუღებელია ზოგადად, საერთაშორისო სიმბოლიკის ხელყოფა და ასეთი დამოკიდებულება ევროკავშირის დროშის მიმართ - რა თქმა უნდა, ადეკვატური სამართლებრივი პასუხი იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „რადიკალურმა ჯგუფებმა სოციალურ ქსელში ევროკავშირის დროშის დაწვის კამპანია დაიწყეს“.

როგორც თურნავამ აღნიშნა, ხელისუფლება აღნიშნულ ფაქტს გმობს.

„შეგახსენებთ, რომ ჩვენი ხელისუფლება არის ფლაგმანი ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკის თვალსაზრისით. სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2014 წელს, ხელი მოეწერა ასოცირების, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, 2017 წელს კი ვიზალიბერალიზაცია მოხდა. ჩვენ ვართ 50%-ით მეტით დაახლოებული ევროკავშირის სხვადასხვა ტიპის კანონმდებლობასთან და ძალიან მაღალ შეფასებას იღებს ჩვენ მიერ ასოცირების ვალდებულების შეფასება ყველა საერთაშორისო ფორმატში. რასაკვირველია, ამ ფაქტს ვგმობთ, მიუღებელია და იქნება ადეკვატური სამართლებრივი პასუხი“, - განაცხადა თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა