ბადრი ჯაფარიძე დეპუტატის მიერ კოლეგის შეურაცხყოფაზე სანქციის დაწესების ინიციატივით გამოდის

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე დეპუტატის მიერ კოლეგის შეურაცხყოფაზე სანქციის დაწესების ინიციატივით გამოდის. ჯაფარიძის აზრით, პარლამენტის წევრს ასეთი ქმედების გამო სხდომათა დარბაზში შესვლა უნდა აეკრძალოს.

როგორც ჯაფარიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ქუჩაში ხატია დეკანოიძეზე მომხდარი თავდასხმა იმის გაგრძელდება იყო, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხდებოდა.

„როცა ადამიანებმა დაინახეს, რომ ხატიას კოლეგები თავს დაესხნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს, მათაც იგივე გააკეთეს. როგორც გაიგდეს ფეხქვეშ გიორგი ვაშაძე ხუთმა კაცმა... ამის შეფასება არც ერთი კოლეგისგან არ მინახავს. კოლეგაზე ხელის მოქნევა, დედის გინება იმდაგვარად დასჯადი უნდა იყოს, რომ ამის ჩამდენი ბიუროს ოთახში და პარლამენტის დარბაზში აღარ უნდა შემოდიოდეს. შემოვიდეს ასეთი სანქცია! ჩვენ ადამიანებს თავშეკავების, მიტევების და შერიგების მაგალითს უნდა ვაძლევდეთ, მაგრამ ვაძლევთ აგრესიის, თავდასხმის, განსხვავებული აზრის შეუწყნარებლობის მაგალითს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის ინიციატივის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.

„აგვისტო საკმარისი დროა, რომ კანონპროექტი მომზადდეს. კარგია, რომ აქამდე ნელ-ნელა მივდივართ. მისი მიღების წინააღმდეგი არავინ იქნება“, - განაცხადა კუჭავამ ბადრი ჯაფარიძის პასუხად.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა