არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით და მრავალპარტიული თანხმობით მიღებული რეზოლუცია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჩვენი სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესების დღის წესრიგში კვლავ ნომერ პირველი საკითხია დეოკუპაცია

პარლამენტის ვიცე -სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით და მრავალპარტიული თანხმობით მიღებული რეზოლუცია არის კიდევ ერთი ძლიერი სიგნალი, რომ ჩვენ არასოდეს შევეგუებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას და ადამიანის უფლებათა დარღვევებს, რომელიც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში.

ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„რეზოლუცია ჩვენს თანამოქალაქეებს და თითოეულ ჩვენთაგანს ისევ და ისევ შეგვახსენებს, რომ ჩვენი სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესების დღის წესრიგში დღეს კვლავ ნომერ პირველი საკითხი არის დეოკუპაცია და ჩვენ მშვიდობიანი გზებით, საერთაშორისო სამართლის პრინციპებით და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად უნდა განვაგრძოთ მუშაობა იმისთვის, რომ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მჯერა, სწორედ ჩვენი თაობა იქნება ის თაობა, რომელიც აღადგენს ხიდებს და შეძლებს, რომ ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოება გააერთიანოს.

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენ თანმიმდევრულად ვიმუშავეთ, რათა ჩვენი სიმართლე საერთაშორისო ფორმატებშიც დაგვემტკიცებინა და საქართველომ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც კიდევ ერთხელ და უკვე საერთაშორისო სამართლის დონეზე იქნა აღნიშნული და აღიარებული, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები და ამ უხეში დარღვევებისთვის ის ვალდებულია, რომ კომპენსაციები გადაიხადოს“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ სპეციალურ რეზოლუციას მიიღებს. რეზოლუციის პროექტის ავტორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე ლევან მახაშვილი. რეზოლუცია განსახილველად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს გადაეცემა და პარლამენტი მას მომდევნო რიგგარეშე სხდომაზე მიიღებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა