31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე პარლამენტს კომისიის დასკვნას აცნობს

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძე პარლამენტს კომისიის დასკვნას აცნობს.

საგამოძიებო კომისიამ დასკვნა ასეთია - 2020 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები კანონმდებლობის სრული შესაბამისობით ჩატარდა და გამოვლენილ მცირე ხარვეზებს არჩევნების საბოლოო შედეგებზე რაიმე სახის გავლენა არ ჰქონია.

საგამოძიებო კომისიამ 16 სამუშაო შეხვედრა გამართა, კომისიაში საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული 38 ადამიანი გამოკითხა და 22 სხვადასხვა უწყებიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციები გამოითხოვა.

„საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ძირითადი თავისუფლებებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა. ამასთანავე, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას გამოიკვეთა რიგი ხარვეზები, რომლებსაც არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელ ოქმში გამოქვეყნებული მონაცემები, ამომრჩევლის გამოხატულ თავისუფალ ნებას, სრულად ასახავს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, გივი მიქანაძის, ალუდა ღუდუშაურის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის შემადგენლობით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციები და პარლამენტის დადგენილების პროექტი მოამზადა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს