კახა კუჭავა ოპოზიციას - ძალადობაზე სანქციებთან დაკავშირებით ერთად შეგვიძლია ვიმსჯელოთ - არ მგონია ვინმე იყოს წინააღმდეგი, რომ აღიკვეთოს სასესიო დარბაზში ძალადობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ძალადობასა და სანქციასთან დაკავშირებით „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის ინიციატივას პასუხობს და აცხადებს, რომ ამაზე ერთობლივად უნდა იმსჯელონ.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. კუჭავა ოპოზიციას სთავაზობს, აგვისტოს განმავლობაში ერთობლივი კანონპროექტი მოამზადონ, რომელიც სექტემბერში ამოქმედდება.

„ძალადობასა და სანქციებთან დაკავშირებით ერთად შეგვიძლია ვიმსჯელოთ და არ მგონია ვინმე იყოს წინააღმდეგი, რომ ერთხელ და საბოლოოდ აღიკვეთოს სასესიო დარბაზში ძალადობები, მათ შორის ვგულისხმობ მანდატურების წინააღმდეგ ძალადობებს. კადრები ვნახეთ, დეპუტატები როგორ ექცევიან მანდატურებს. ერთად შეგვიძლია მივიღოთ სანქციები. ცალმხრივად რომ არ გამოვიდეს, გთავაზობთ, მოვამზადოთ გარკვეული პროექტი, იქნება ეს რეგლამენტში ცვლილება თუ შიდა განაწესი. ამისთვის აგვისტოს თვე საკმარისია, რათა სექტემბრიდან უკვე ამუშავდეს. ქალბატონ ხატიაზე კადრები რაც ვნახეთ, რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად მიუღებელი არის მსგავსი ქმედებები. ვიცი, დაწყებულია გამოძიება და მივადევნებთ თვალყურს, როგორ გაგრძელდება პროცესი. ფაქტია, არ შეიძლება მსგავს ქმედებებს არ ჰქონდეს შესაბამისი მკაცრი რეაგირება, რომ ერთხელ და საბოლოოდ დასრულდეს თუნდაც ქუჩაში მსგავსი ფორმის ქმედება, მითუმეტეს, როცა ინტერვიუს აძლევდნენ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

ცნობისთვის, ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე დეპუტატის მიერ კოლეგის შეურაცხყოფაზე სანქციის დაწესების ინიციატივით გამოდის. ჯაფარიძის აზრით, პარლამენტის წევრს ასეთი ქმედების გამო სხდომათა დარბაზში შესვლა უნდა აეკრძალოს.

როგორც ჯაფარიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ქუჩაში ხატია დეკანოიძეზე მომხდარი თავდასხმა იმის გაგრძელება იყო, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხდებოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს