მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციამ 6 თვის განმავლობაში არჩევნების თემა დღის წესრიგად აქცია, მაგრამ როცა საკითხის პარლამენტში განხილვა მიმდინარეობს, პროცესს მხოლოდ 3 ოპოზიციონერი ესწრება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციამ 6 თვის განმავლობაში არჩევნების თემა დღის წესრიგად აქცია, მაგრამ როდესაც ამ საკითხის პარლამენტში განხილვა მიმდინარეობს, პროცესს მხოლოდ 3 ოპოზიციონერი ესწრება და „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი წარმომადგენელი.

როგორც მდინარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ არჩევნები გაყალბდა და რომ არა მმართველი გუნდის დეტალური ანგარიში, „მათ შეეძლოთ მეტად დაეზიანებინათ ქვეყანა“.

„ისინი დღემდე მონაწილეობას იღებდნენ სხვა პროცესში და ეს პროცესი ქვეყანაში 6 თვის განმავლობაში იყო დღის წესრიგის მთავარი თემა, ქვეყნის დღის წესრიგად გადააქციეს და ვნახეთ, 6-თვიანი ე.წ. პროტესტი ამ თემასთან დაკავშირებით. მაგრამ როდესაც ამ თემაზე კომისიამ მუშაობა დაასრულა და ეს თემა გამოდის განსახილველად, ოპოზიციის მხოლოდ სამი წარმომადგენელია დარბაზში, „ნაცმოძრაობიდან“ არცერთი.

შემკამათებელი არ გყავთ იმ თემაზე, რომელი თემითაც უნდოდათ არეულობის მოწყობა, 6 თვე, ვიდრე შეთანხმებას ხელი არ მოეწერა, აჯანჯღარებდნენ ამ ქვეყანას. ეს არც უტრირებულია და არც შეფასებაა, ფაქტებია. ამ თემით იყო ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობა. ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები გაყალბებულია, ამას უნდა გამოეწვია საყოველთაო მღელვარება, რომ არა ჩვენი დეტალური ანგარიში, დეტალური სიმართლე წინასწარ და დღესაც, მათ შეეძლოთ მეტად დაეზიანებინათ ეს ქვეყანა“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძე პარლამენტს კომისიის დასკვნას აცნობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო