არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურ ენაზე გადაითარგმნება და დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეგზავნება

31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურ ენაზე გადაითარგმნება, დაიბეჭდება ორ - ქართულ და ინგლისურ ენებზე და დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეგზავნება.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის გივი მიქანაძის ინფორმაციით, დასკვნა ასევე გაეგზავნება დასავლელ პარტნიორ ქვეყნებს.

„ქართული ოცნების“ საგარეო გუნდი ე.წ. News Letter -ზე მუშაობს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ევროპარლამენტში, აშშ-ს სენატსა და კონგრესში გაიგზავნება. ანგარიში გაეგზავნება ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიას“, - განაცხადა გივი მიქანაძემ პარლამენტის სხდომაზე.

საგამოძიებო კომისიის დასკვნა ასეთია - 2020 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები კანონმდებლობის სრული შესაბამისობით ჩატარდა და გამოვლენილ მცირე ხარვეზებს არჩევნების საბოლოო შედეგებზე რაიმე სახის გავლენა არ ჰქონია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა