ფრიდონ ინჯია თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წინასწარ შექმნის ინიციატივით გამოდის

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი ფრიდონ ინჯია თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წინასწარ შექმნის ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ მან რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას განიხილავენ.

„შემოვდივარ წინადადებით, რომ წინასწარ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია იმ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება. დამერწმუნეთ, რომ ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ, თუ შეიქმნება წინასწარ საგამოძიებო კომისია, ოპოზიცია მონაწილეობას არც ამაში მიიღებს“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

იხილეთ ვიდეო: ფრიდონ ინჯია თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წინასწარ შექმნის ინიციატივით გამოდის

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა