HR hub-ისა და  studentjob.ge-ის ორგანიზებით დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი "Tbilisi Jobs" გაიმართება

HR hub-ისა და studentjob.ge-ის ორგანიზებით, 29 ივლისს, დედაენის ბაღში, 18:30-დან 22:30 საათამდე დასაქმების ფესტივალი ,,Tbilisi Jobs” გაიმართება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე 60-ზე მეტი კომპანია სხვადასხვა ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი, რომელთა ნახვაც www.Studentjob.ge -ზეა შესაძლებელი. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ღონისძიებაზე კი შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ და გაესაუბრონ კომპანიის HR მენეჯერებს და სხვადასხვა საინტერესო თემაზე სპიკერების გამოსვლები მოისმინონ.

სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს, კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა შეთავაზებები და ვაკანსიები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. კანდიდატები კი მათთვის საინტერესო შეკითხვებს დაუსვამენ დამსაქმებლებს.

ლურჯი ოკეანე ღონისძიებაზე მოაწყობს წარმატების კუთხეს, სადაც ჩატარდება ვორქშოპები CV-ის შედგენაზე, გასაუბრებაზე, წარმატებასა და მოტივაციაზე.

დასაქმების ფესტივალის უპირატესობები კანდიდატებისთვის:

  • გაიცნოთ კომპანიები და მათი პირობები;
  • გაესაუბროთ დამსაქმებელს;
  • დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები;
  • იპოვოთ სამსახური.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველას, ვინც სამსახურს ეძებს.

მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/nan7Qgy4zSmZFz417. ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები. დამსაქმებელთან გასაუბრების დროს, საჭიროა პირბადის ტარება. დასაქმების ფესტივალზე თან უნდა იქონიოთ რეზიუმეები.

დასაქმების ფესტივალის შესახებ სიახლეებს მიიღებთ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით.

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება კომპანია WEBHR.GE, რომელიც მონაწილე კომპანიებს მიაწვდის ინფორმაციას თუ როგორ გავამარტივოთ რეკრუტინგის პროცესი მისი ფუნქციონალის დახმარებით.

ღონისძიების მხარდამჭერია გასტრონომი – პირველი “გურმე” მაღაზიათა ქსელი საქართველოში.

დასაქმების ფესტივალის პარტნიორები არიან: ბია, King David და საერთო სამუშაო სივრცე KD4US.

მედია მხარდამჭერი: პალიტრა მედია ჰოლდინგი და რადიო იმედი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო