ეროვნული ბანკი 2021 წლის ივნისის მდგომარეობით რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი 2021 წლის ივნისის მდგომარეობით რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 318.79 მლნ ლარით (0.81%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.71%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 39.21 მლრდ ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 464.05 მლნ ლარით (2.57%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 782.84 მლნ ლარით (3.64%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.99%-ით).

„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის ივნისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.89 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.83%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.92 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.10%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.52%-ით მეტი).

2021 წლის ივნისის განმავლობაში 0.13%-ით, ანუ 25.28 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 19.59 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 47.18 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 1.55 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.39 პროცენტული პუნქტით)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციებს, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი ივლისისათვის 34.53 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 887.45 მლნ ლარით, ანუ 2.51%-ით ნაკლებია პირველი ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.10%-ით ნაკლები). ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 746.45 მლნ ლარით, ანუ 4.44%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.19%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 141.01 მლნ ლარით, ანუ 0.76%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.79%-ით).

„დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 39.98 პროცენტი შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.70 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.26 პროცენტული პუნქტით).

ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.05% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.96%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.21%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.00%, ხოლო ევროს წილმა 14.63% შეადგინა“, - ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა