კახა კუჭავა აცხადებს, რომ ოთხი დაცული ტერიტორიისთვის UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება, საქართველოს მრავალფეროვანი ბუნების მსოფლიო აღიარებაა

საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორიისთვის UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას საქართველოს პრლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ეხმაურება.

როგორც კახა კუჭავა სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული საქართველოს ბუნების მსოფლიო აღიარებაა.

„საქართველოს მრავალფეროვანი ბუნების მსოფლიო აღიარება - მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, როგორც უნიკალურ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს, იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

ეს ისტორიული მოვლენა მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. იგი მოიზიდავს ვიზიტორებსა და ტურისტებს, კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას და რაც განსაკუთრებით მახარებს, ხელს შეუწყობს საქართველოში ეკოტურიზმის განვითარებას”, -წერს პარლამენტის თავმჯდომარე Facebook -ზე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს