დავით ზალკალიანი - მთელ საქართველოს ვულოცავ  საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრის  საერთაშორისო აღიარებას, რაც ქვეყნისთვის უდიდესი წარმატებაა

საქართველოს ნომინაცია „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები" UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. მთელ საქართველოს და თითოეულ თქვენგანს ვულოცავ ამ უდიდეს წარმატებას, ასევე მადლობას ვუხდი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელმაც, საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით, მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ამ აღიარების მოსაპოვებლად, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოში იუნისეკოს საქმეთა ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.

მინისტრის განცხადებით, გეოგრაფიული მრავალგვარობა და ბუნებრივი სიმდიდრე ქვეყნის სახეს განსაზღვრავს და იმ განსაკუთრებულ მუხტს სძენს, რომელსაც წინაპრები საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადასცემდნენ.

„ბუნებრივი მემკვიდრეობა ეს ის სიმდიდრე და ფასეულობაა, რომელიც ყველა ჩვენგანს ეკუთვნის. სწორედ ამიტომ, თითოეულმა მოქალაქემ კარგად უნდა გააცნობიეროს თავისი როლი მისი მოვლა-პატრონობის საქმეში. ეს მემკვიდრეობა ჩვენ წარსულიდან გვერგო, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ მისი აწმყოსთან და მომავალთან დაკავშირება, ჩვენ, თანამედროვე საზოგადოებამ, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და თვალის ჩინივით დავიცვათ ის, რაც ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს, რაც ქართველისთვის სიწმინდესთანაა გაიგივებული და რაც საკუთარ თავში ჩვენი რწმენის წყაროა", - წერს დავით ზალკალიანი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა