ექიმის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, სტაბილურია და ამ ეტაპზე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს

ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც თბილისში, დიდუბის მახლობლად მატარებელი დაეჯახა, სტაბილურია.

ალადაშვილის სახელობის კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის მორიგე ექიმის, ნანა ჩხიკვაძის განცხადებით, მას ამ ეტაპზე ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება.

"კლინიკაში შემოყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ 21 წლის მამაკაცი, რომელსაც დაეჯახა მატარებელი. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. აღენიშნება მარჯვენა მტევნის არეში სისხლმდენი ჭრილობა. პირველადი სამედიცინო კვლევების შედეგად ამ ეტაპზე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს, თუმცა იმყოფება ჩვენი დაკვირვების ქვეშ", - განაცხადა ექიმმა.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
(სტერეოტიპული) წარმოდგენები ცვალებადი გარემოებების პირისპირ: იდეალიზმიდან რეალიზმისაკენ
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს