გივი მიქანაძე - ამნისტია არჩევნების მუხლებს არ შეხებია, შეეხო სხვა მუხლებს, რომლებიც უფრო მსუბუქ დანაშაულთან არის დაკავშირებული - გარკვეულ შემთხვევებში, წინასაარჩევნო პერიოდში ქონების დაზიანებასთან, ძალადობასთან და სხვადასხვა ქმედებებთან

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ამნისტია უშუალოდ არჩევნების მუხლებს არ შეხებია, შეეხო სხვა მუხლებს, რომლებიც უფრო მსუბუქ დანაშაულთან არის დაკავშირებული.

მისი ეთქმით, ეს გარკვეულ შემთხვევებში წინასაარჩევნო პერიოდში ქონების დაზიანებასთან, ძალადობასთან და სხვადასხვა ქმედებებთან არის დაკავშირებული.

ამის შესახებ მიქანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

კითხვაზე, მოხდა თუ არა ამნისტირება სისხლის სამართლის იმ დანაშაულების, რომლებიც უშუალოდ იყო დაკავშირებული არჩევნებთან? - მიქანაძემ უპასუხა, რომ „არა“.

„ამნისტია არჩევნების მუხლებს არ შეხებია. ამნისტია შეეხო სხვა მუხლებს, რომლებიც უფრო მსუბუქ დანაშაულთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა მიქანაძემ.

ამასთან, მიქანაძის თქმით, ამნისტირებული მუხლებით ჩადენილი დანაშაულები ძირითადად წინასაარჩევნო პერიოდშია მომხდარი.

„180 საქმეც რეალურად არ არის 180. ყველა საქმე არ არის მხოლოდ ამნისტიის კანონის საფუძველზე შემწყდარი. რიგ შემთხვევაში გამოძიება დაიწყო, მაგრამ პროცესებმა დაადასტურა, რომ იქ დანაშაულის შემცველი ქმედებები არ იკვეთებოდა და ამიტომ საქმე შეწყვიტა. ამ 180 საქმიდან 61 აღძრული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 119 იყო საქართველოს პროკურატურის მიერ აღძრული სიხლის სამართლის საქმეები. რაზეც გამოძიება მიმდინარეობდა ყველა უშუალოდ არჩევნებთან დაკავშირებული არ არის. ეს არის გარკვეულ შემთხვევებში წინასაარჩევნო პერიოდში ქონების დაზიანებასთან ძალადობასთან და სხვადასხვა ქმედებებთან“, - განაცხადა მიქანაძემ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამნისტია ასევე არ შეხებია 197-ე მუხლის პირველ ნაწილს, რაც ფალსიფიცირებას გულისხმობს.

„ეს არ არის არჩევნებთან დაკავშირებული მუხლები. 26 სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც ამნისტია შეეხო ძირითადად არის სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანება, ძალადობა და სხვადასხვა ქმედებები, რომელიც უშუალოდ საარჩევნო უფლების გამოხატულებასთან არ არის, მაგრამ უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილ სხვადასხვა ქმედებებს. რატომ არ ვამბობთ იმას, რომ 5 გამამტყუნებელი განაჩენია დამდგარი, 7 საქმე სასამართლოში იხილება. ის, რომ დანაშაულები მოხდა, ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნები არ იყო კონკურენტუნარიანი და თავისუფალი გარემო არ იყო უზრუნველყოფილი“, - განაცხადა მიქანაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე პარლამენტმა დადგენილება მიიღო.

დადგენილებას 79 დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ხოლო პარლამენტის ერთმა წევრმა ხმა წინააღმდეგ მისცა.

საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით, არჩევნებზე გამოვლენილი ხარვეზები ძირითადად პანდემიური და სტრესული გარემოს გავლენით დაშვებულ ტექნიკურ შეცდომებს, რიგ შემთხვევებში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მხრიდან გამოვლენილ გულგრილობას და დაბალ კომპეტენციას უკავშირდება. მათივე აზრით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს ვერ ექნებოდა რაიმე არსებითი გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა