ამირან გამყრელიძე - საავადმყოფოებში გაჩერდა ე.წ. გეგმური სერვისები და კლინიკები გადაუდებელ დახმარებაზე გადადიან - საწოლფონდის რესურსი რთულად, თუმცა ჯერჯერობით გვაქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საწოლფონდთან დაკავშირებული რესურსი ჯანდაცვის სისტემას ჯერჯერობით აქვს.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სხვადასხვა კლინიკებში ახალი საწოლების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

„დღეს საავადმყოფოებში არის 5 000-ზე მეტი ადამიანი. ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა ამ დაწოლას უძლებს. პიკის დროს დაახლოებით ნოემბერში ჩვენ გვქონდა 7-8 ათასი საწოლი გაშლილი, ამიტომ რესურსი ჯანდაცვის სისტემას ჯერჯერობით, საწოლფონდთან დაკავშირებით აქვს, თუმცა რთულია, მაგრამ აქვს. დაძაბულობაა სასწრაფოს გამოძახების, იგივე მოთავსებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თბილისში, მაგრამ ყოველდღიურად ახალი საწოლების რაოდენობა ემატება სხვადასხვა კლინიკაში. გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მითითებით გაჩერდა ე.წ. გეგმური სერვისები საავადმყოფოებში და საავადმყოფოები ურგენტულ სერვისებზე გადადიან და შესაბამისად მოხდება საწოლფონდის კიდევ უფრო გამოთავისუფლება“ , - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: საავადმყოფოებში გაჩერდა ე.წ. გეგმური სერვისები და კლინიკები გადაუდებელ დახმარებაზე გადადიან - საწოლფონდის რესურსი რთულად, თუმცა ჯერჯერობით არსებობს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა