პაატა იმნაძე - ანტივაქსერებზე საშიში ის ადამიანები არიან, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ანტივაქსერებზე საშიში ის ადამიანები არიან, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევენ.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, თუ ადამიანი წესებს არ იცავს, ინფიცირების შესაძლებლობა ყველგან არის.

„ეს მარტო ერთი ჯგუფი არ არის, ამ ჯგუფს ემატება ის ჯგუფი, რომელიც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს. ჩემთვის ორივე ანტივაქსერია. ადამიანები, როცა სადმე არიან, ჩემთვის სულერთია სად არიან. ბევრჯერ მაქვს ეს ნათქვამი, აქციაზეა, ეკლესიაში, პურ-მარილზე, ქელეხში თუ ქორწილში, როცა არ იცავს წესებს, ყველგან არის ინფიცირების საშუალება. ჩავარდნილ ვაქცინაციას ვერ დავუკავშირებთ, რას ვხედავთ ჩავარდნილს?! ანტივაქსერი მსოფლიოში ყველგან არის. ნახეთ რამხელა დემონსტრაცია მოაწყვეს ანტივაქსერებმა საფრანგეთში, ასეთი ხალხი ყველგან არის. მათზე საშიში არის ის, ვინც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს“, - განაცხადა იმნაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს