ბადრი ჯაფარიძე - აშშ-ს სენატის შეფასებაა, რომ საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარდა - სამარცხვინოა, როცა საგამოძიებო კომისია ისეთ დასკვნას აკეთებს, რაც გუშინ ვნახეთ

აშშ-ს სენატის შეფასებაა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარდა - სამარცხვინოა, როცა საგამოძიებო კომისია ისეთ დასკვნას აკეთებს, რაც გუშინ ვნახეთ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ გააკეთა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, დროებითი საგამოძიებო კომისია ძირითადად „ქართული ოცნების“ წევრებისგან შედგებოდა და „ქართული ოცნების” მიერ ჩატარებულ არჩევნებს იძიებდა.

„ამაზე სერიოზული კომენტარი არ ღირს. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ სტრატეგიული პარტნიორების შეფასებით. სენატის შეფასებაა, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმურობის ზღვარზე. ეს არის ძალიან მძიმე შეფასება. სამარცხვინოა, როცა საგამოძიებო კომისია აკეთებს ისეთ დასკვნას, რაც გუშინ ვნახეთ", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით, არჩევნებზე გამოვლენილი ხარვეზები ძირითადად პანდემიური და სტრესული გარემოს გავლენით დაშვებულ ტექნიკურ შეცდომებს, რიგ შემთხვევებში, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მხრიდან გამოვლენილ გულგრილობას და დაბალ კომპეტენციას უკავშირდება. მათივე აზრით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს ვერ ექნებოდა რაიმე არსებითი გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა