„ვითიბი ბანკის“ ინფორმაციით, მათ ფილიალში შესულ მამაკაცს იარაღი არ ჰქონია, არც ფული მოუთხოვია და არც თანამშრომლებს დამუქრებია

„ვითიბი ბანკის“ ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ფილიალში გუშინ შესულ უცნობ მამაკაცს ფული არ მოუთხოვია და მისი მხრიდან თანამშრომლების მისამართით არც მუქარას ჰქონია ადგილი.

ბანკის ფილიალში ძარცვის მიზნით მამაკაცის შეჭრის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბი ბანკის“ კომუნიკაციების უფროსი, შოთა მაჭავარიანი ესაუბრა.

მისი თქმით, უცნობი პიროვნება ბანკში ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიიდან, სახურავის გავლით, გუშინ, დილის საათებში შევიდა, თუმცა იარაღი არ ჰქონია.

„ის მეორე სართულის ზონაში შევიდა, სადაც ფული და ფასეული ნივთები არ ინახება. მამაკაცი ჩვენი თანამშრომლების გვერდით იმყოფებოდა. მისი მხრიდან არ ყოფილა მუქარა ან დაშინება, არც იარაღი ჰქონია“, - განაცხადა შოთა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ბანკის თანამშრომლები ვერც კი მიხვდნენ, რომ აღნიშნული პირი ფილიალში უკანონოდ იყო შესული და მათი თანამშრომელი ეგონათ.

„მოგვიანებით თანამშრომლები პანიკაში ჩავარდნენ, როდესაც მიხვდნენ, რომ ეს ადამიანი ჩვენი ბანკის თანამშრომელი არ იყო. ამის შემდეგ მან ბანკის ტერიტორია დატოვა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

რა მიზნით შემოვიდა, ამას ვერ გეტყვით. ამას გამოძიება და პოლიცია დაადგენს. მას არც ფული და არც საბუთი მოუთხოვია. მეც ძალიან გაკვირვებული ვარ. ვისაც ჰქონდა შეხება ამ ადამიანთან, ამბობენ, რომ ის არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

როდესაც იმის გარკვევა სცადეს, თუ ვინ იყო ეს პიროვნება, მან ბანკის ტერიტორია დატოვა. ჩვენი თანამშრომლებიც გაოგნებულნი დარჩნენ, რადგან ეს ადამიანი კოლეგა ეგონათ.

როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოძიება მიმდინარეობს, ყველა დაკითხულია, მასალები ამოღებულია, ადგილი დათვალიერებულია და ველოდებით საბოლოო შედეგს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა