ირაკლი კობახიძე - თუ თბილისის მერის არჩევნებზე ორი კანდიდატურა - კალაძე და მელია იქნებიან, ხმები 70-30-ზე გადანაწილდება

თუ თბილისის მერის არჩევნებზე ორი კანდიდატურა - კალაძე და მელია იქნებიან, ხმები 70-30-ზე გადანაწილდება, - ასეთ პროგნოზს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აკეთებს.

მისივე თქმით, არც ერთ შემთხვევაში თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური არ იქნება, რადგან ისეთ კანდიდატის მონაწილეობას, ვინც პირველი ტურის საკითხს ეჭვქვეშ დააყენებს, არ ელიან.

„ამას წინასწარი კვლევები არჩვენებს, რაც ჩვენ გვაქვს. გვქონდა წინასწარი ინფორმაცია, რომ არჩევნებში მელიას დაყენებას აპირებდნენ. თუკი ორი კანდიდატი იქნება, პროპორცია დაახლოებით ასეთი იქნება 70-30.

სააკაშვილმა მელია თბილისის მერობის კანდიდატად იმიტომ დააყენა, რომ აქვს ერთადერთი მარტივი მიზანი - ეჭვიანობს მელიაზე და უნდა ბოლომდე გააფუჭოს. გამომდინარე აქედან, მისი 30%-იანი შედეგი გაფუჭების საუკეთესო ინსტრუმენტი იქნება.

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ კახა კალაძე არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს. ამის გარანტიაა, საზოგადოების განწყობა კახა კალაძის მიმართ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო: ირაკლი კობახიძე - თუ თბილისის მერის არჩევნებზე ორი კანდიდატურა - კალაძე და მელია იქნებიან, ხმები 70-30-ზე გადანაწილდება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა