პირველი გზავნილი, რაც მინდა გადმოგცეთ, არის ის, რომ ეცადოთ, არ გახადოთ პოლიტიკა პერსონალიზებული. შეამცირეთ პოლარიზება, ეცადეთ გააკეთოთ საქმე, რომელიც სჭირდება ხალხს, ვინაიდან პოლიტიკა არის შეცვალო ცხოვრება უკეთესობისკენ ხალხისთვის, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
„საქართველო რთული ქვეყანაა, თუმცა ყველა ქვეყანა რთულია. სწორედ ამის თქმა მინდა თავიდანვე, რომ თქვენ არ ხართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც რთული ვითარებაა, ყველა წევრ ქვეყანაშია. ნორმალურია, რომ საქართველოს ჰყავს უმრავლესობა, რომელიც არ ეთანხმება ოპოზიციას და პირიქით, ეს არის დემოკრატია,“ - აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკური გარემო პოლარიზებული და პერსონალიზებულია.
“პოლიტიკური გარემო პოლარიზებულია. პირველი გზავნილი, რაც მინდა გადმოგცეთ, არის ის, რომ ეცადოთ არ გახადოთ პოლიტიკა პერსონალიზებული. შეამცირეთ პოლარიზება, ეცადეთ გააკეთოთ საქმე, რომელიც სჭირდება ხალხს, ვინაიდან პოლიტიკა არის შეცვალო ცხოვრება უკეთესობისკენ ხალხისთვის,“- განაცხადა რიკ დემსმა.