რიკ დემსი - ოქტომბერში არჩევნები გაქვთ - როგორც მესმის, ეს იქნება ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ ეროვნული რეფერენდუმის მსგავსი, ასეთი რამ არსად მინახავს

ოქტომბერში არჩევნები გაქვთ. როგორც მესმის, ეს იქნება ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ ეროვნული რეფერენდუმის მსგავსი, ასეთი რამ არსად მინახავს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

„ასე რომ, რაღაცას ახალს ქმნით. არ ვიცი, ეს რამდენად იმუშავებს, ცოტა უცნაურია, მიდიხარ მერების ასარჩევად და ეს გარკვეულწილად რეფერენდუმია ოპოზიცია უმრავლესობის წინააღმდეგ. საინტერესოა, მაგრამ ჩარევას არ ვაპირებ“, – განაცხადა რიკ დემსმა.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა