გიორგი გახარიამ ზუგდიდში, პარტიის რეგიონულ ორგანიზაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა

პარტიის - „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფება. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი გახარიამ ზუგდიდში, პარტიის რეგიონულ ორგანიზაციაში სამუშაო შეხვედრა პარტიის წევრებთან გამართა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, შეხვედრაზე ზუგდიდის, მარტვილის, ხობის, ფოთის და წალენჯიხის პარტიული ორგანიზაციის წევრებთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მზადების პროცესი და მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს