GWP-ის ტექნიკური დირექტორის განცხადებით, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მილის დაზიანების გამო, წყალი 5 ათასამდე აბონენტს არ მიეწოდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური დირექტორის ზურაბ ალფაიძის განცხადებით, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მილის დაზიანების გამო, დაახლოებით 5 ათასამდე აბონენტს წყალი არ მიეწოდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სავარაუდოდ, წყალმომარაგება ღამის საათებში აღდგება და დამატებით ინფორმაციას კომპანია აბონენტებს მიაწვდის.

„დღეს, რუსთაველის გამზირისა და ძმები ზუბალაშვილების ქუჩის გადაკვეთასთან ავარიულად დაზიანდა ჩვენი მაგისტრალური წყალმომარაგების ქსელი. დაზიანების მომენტშივე დაიკეტა წყალმომარაგებების ჩამკეტი მარეგულირებელი იმისთვის, რომ დაზიანებული ქსელიდან წყლის დენა შეჩერებულიყო. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები იმისთვის, რომ დაზიანებულო ნაწილი აღდგეს. რაც შეეხება წყალმომარაგების შეზღუდვას, მთაწმინდის დასახლების ნაწილს ამარაგებს ეს მაგისტრალური მილსადენი, შესაბამისად, დაზიანების აღდგენამდე ეს არეალი გათიშული იქნება. მას შემდეგ, რაც ზუსტად განისაზღვრება დაზიანების ტიპი და მისი ხარისხი, შემდგომ განახლებულ ინფორმაციას მივაწოდებთ მოსახლეობას, თუ როდის აღდგება წყალმომარაგება. სავარაუდოდ, ეს ღამის საათებში იქნება. ამჟამად წყალი მთაწმინდის ნაწილის დასახლებას არ მიეწოდება, ეს არის დაახლოებით 5 ათასამდე მოქალაქე",-განაცხადა ალფაიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს