მოსწავლეებისთვის კონკურსი – „მესიჯი უცხო ცივილიზაციას“ ცხადდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის კონკურსს - „მესიჯი უცხო ცივილიზაციას“ აცხადებს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი მოსწავლეებში ასტროფიზიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად და მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, სამყაროში უცხო ცივილიზაციათა არსებობის შესაძლებლობა შემოქმედებითი გზით გადმოსცენ, დაფიქრდნენ პასუხგაუცემელ კითხვებზე – უნიკალურია თუ არა Homo sapiens და ხომ არ არსებობენ მსგავსი (ჰუმანოიდური, ცილოვანი ან სხვა ტიპის) ცივილიზაციები ე.წ. ეგზოპლანეტებზე?! კონკურსის ფარგლებში, მონაწილეებმა უნდა შექმნან საკონკურსო ნამუშევარი, რომელიც შემოქმედებითად გამოხატავს უცხო ცივილიზაციასთან შეხვედრას.

„საკონკურსო მასალა შესაძლოა წარმოადგენდეს ესსეს (ტექსტი – არაუმეტეს 500 სიტყვისა, შრიფტი Sylfaen, ზომა 11), სამ ნახატს ან სამ ფოტოსურათს. მნიშვნელოვანია, რომ ნაშრომი ასახავდეს დედამიწაზე არსებული ცივილიზაციის უცხო ცივილიზაციის წინაშე შემოქმედებით წარდგენას. ამასთან, საკონკურსო მასალას თან უნდა დაერთოს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, სკოლა და კლასი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნამუშევარი 3 სექტემბრის ჩათვლით (18:00 საათამდე) უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: junior@tsu.ge

განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ საკონკურსო კომისია გამოავლენს ათ საუკეთესო ნაშრომს, ხოლო ავტორებს კი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: https://bit.ly/3i2jLGv

შეგახსენებთ, რომ მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს პროექტს „მეცნიერების კალენდარი – 2021“, რომლის სლოგანია Undique scientia est (მეცნიერება ყველგან არის). წლის ბოლომდე პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი და საინტერესო აქტივობა განხორციელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2022
ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა და საქართველოს ეროვნული ინტერესები
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე