ტარიელ ნაკაიძემ, საკანონმდებლო ორგანოში ამერიკელ პროფესორ-მასწავლებლების ჯგუფს უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა ტარიელ ნაკაიძემ, საკანონმდებლო ორგანოში ამერიკელ პროფესორ-მასწავლებლების ჯგუფს უმასპინძლა, რომელიც „მერსერის (ატლანტა) უნივერსიტეტს“ წარმოადგენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ტარიელ ნაკაიძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტში მუსლიმების და სხვა უმცირესობების ხმას წარმოადგენს, საქართველოში არსებულ რელიგიური უმცირესობების მდგომარეობაზე ისაუბრა.

მათივე ცნობით, საუბარი ასევე შეეხო ბათუმის ახალ მეჩეთსაც, რომლის აგებასაც ელოდება ქართველი მუსლიმი თემი აჭარაში.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრას ამერიკელ სტუდენტებთან, პროფესორი ქრის გრანტი და მოსამართლე ლორენ ბენედიქტი ესწრებოდნენ.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა