ტარიელ ნაკაიძე - ბათუმის ახალი მეჩეთის საკითხი ერთ-ერთი ღია, თვალსაჩინო მაგალითია, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, როგორია უმცირესობების მდგომარეობა საქართველოში

ბათუმის ახალი მეჩეთის საკითხი ერთ-ერთი ღია, თვალსაჩინო მაგალითია, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, როგორია უმცირესობების მდგომარეობა საქართველოში, - ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრმა ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა.

როგორც ნაკაიძე განმარტავს, არსებული კანონმდებლობა საკმაოდ ლიბერალურია, თუმცა პრაქტიკაში ძალიან ბევრი ხარვეზი ვლინდება. მისივე თქმით, ხელისუფლებას უმცირესობების მიმართ სწორი დამოკიდებულება და პოლიტიკა არა აქვს, რაც ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის ნაწილშიც გამოჩნდა.

„ქვეყნის იმიჯისთვის არ არის კარგი, როცა უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა დადგინდა. სამწუხაროა, რომ ბათუმის მერმა თითქოს მუსლიმებს ბაირამის დღესასწაული მიულოცა, მაგრამ იმავე დღეს ბათუმის ახალ მეჩეთზე სასამართლოს გადაწყვეტილება მესამე ინსტანციაში გაასაჩივრა. ბათუმის ახალი მეჩეთის საკითხი ერთ-ერთი ღია, თვალსაჩინო მაგალითია, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია ვთქვათ, როგორია უმცირესობების მდგომარეობა საქართველოში. პრაქტიკული თვალსაზრისით გვაქვს უკანსვლა და არა წინსვლა, თუმცა საკანონმდებლო ბაზა ლიბერალურია, რომელსაც სწორი აღქმა სჭირდება", - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა