სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 29 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 29 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ზალდასტანიშვილის, დელისის, შალვა ნუცუბიძის, ზემო დელისის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების, დგებუაძის, ინტენსიფიკაციის, ივანე ბერიტაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, მზია ერისთავის, ივანე გვარამაძის და ლეო კვაჭაძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და მიცკევიჩის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაბიძის, ცხვედაძის და მარუხის გმირების ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურიის, ზანდუკელის, ძმები კაკაბაძეების, ბარნოვის, 8 მარტის, ბოცვაძის, ეკატერინე გაბაშვილის, ზალდასტანიშვილის და მაყაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, სამრეწველო დასახლების, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ქინძმარაულის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კელაპტრიშვილის, მიხეილ მესხის, ბიჩინაშვილის, სტურუას, ხუდადოვის და გურამ ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის და გელოვანის გამზირის მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ალუბლების და ემზარ სულაქველიძის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, სოლომონ ქურდიანის, ზაქრაძის, იონა მეუნარგიას, გრომოვის, ზაქარია ვეშაპურის, არჩილ ქურდიანის, გიორგი გურგენიძის, ვახტანგ მახალდიანის, ღუდუშაურის, მიხეილ მესხის, სტურუას, ხუდადოვის, გურამ ასათიანის, ეროსი მანჯგალაძის, ნოე ჩხიკვაძის, არგვეთის, მანგლისის, ნინო ტყეშელაშვილის, ლალიონის, რკინიგზის და თოფურიძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის, არგვეთის, აჭარის, მარუაშვილის, სამშვილდეს, წყაროს, აგარის, აფხაზეთის, გოგი ზაზიშვილის და სარკინეთის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს