ნათია თურნავა განმარტავს, რატომ არ იგეგმება საქართველოში „ლოქდაუნი“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა განმარტავს, რატომ არ იგეგმება საქართველოში „ლოქდაუნი“ და აცხადებს, რომ ეკონომიკის ჩაკეტვა დაკარგულ შემოსავლებს ნიშნავს.

როგორც თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ მასობრივი ვაქცინაციის შესაძლებლობა არსებობს, „ლოქდაუნი“ არ იქნება. მისივე თქმით, არც რომელიმე კონკრეტული სექტორის ჩაკეტვა იგეგმება.

„ჩაკეტვას არ ვგეგმავთ იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა იმუშავონ, ოჯახებს ჰქონდეთ შემოსავალი, ეკონომიკა განვითარდეს. წინა პერიოდთან შედარებით განსხვავება ისაა, რომ საკმარისი რაოდენობის ვაქცინაა. სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ვაქცინაცია დროულად ჩაიტაროს. სწორედ ამ გზით გადავლახოთ არსებული სიტუაცია და ასე ვებრძოლოთ კოვიდს და არა ჩაკეტვით. ჩაკეტვა არის მიუღებელი ფორმა.

რაც შეეხება გამკაცრებას, ჩვენ კვლავ რეკომენდაციებს ვიძლევით, რომ პირბადე ატარონ, დაიცვან რეკომენდაციები. დაწესებულებებში ამ წესებს იცავენ, სადაც არ იცავენ - კონტროლდება. ამის გარდა რაიმე სექტორული, წერტილოვანი შეზღუდვების და რომელიმე დარგის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მასობრივი ვაქცინაციით გადავლახოთ ეს ტენდენცია.

„ლოქდაუნს“ არ ვაპირებთ. „ლოქდაუნის“ შემთხვევაში ნებისმიერი ჩაკეტილი სფერო არის დაკარგული სამუშაო ადგილები, დაკარგული შემოსავლები. ეს პრაქტიკა გლობალურად არსებობდა და საქართველოც პანდემიის დასაწყისში ამას აკეთებდა, გამოცდილება ნაკლები იყო და ვაქცინებიც არ არსებობდა. ჩვენ გასული წელი -6%-ით დავასრულეთ, ეს იყო მტკივნეული, მაგრამ გარდაუვალი. დღეს რადგან შეგვიძლია მასობრივი ვაქცინაცია, ამ გზას აღარ მივყვებით“, - განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება ტურიზმს, თურნავა ამბობს, რომ ტურისტული სექტორი „საკმაოდ უსაფრთხოა“.

„ტურისტული სექტორი ერთ-ერთი პირველია, რომელშიც დავიწყეთ ვაქცინაცია, მაშინაც კი როდესაც ვაქცინები არ იყო ისეთი ხელმისაწვდომი, როგორიც დღეს არის, შესაბამისად, ტურისტული სეზონი ჩვენთან საკმაოდ უსაფრთხოა“,- განაცხადა თურნავამ.

იხილეთ ვიდეო: ნათია თურნავა განმარტავს, რატომ არ იგეგმება საქართველოში "ლოქდაუნი"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო