ნათია თურნავა - ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რითაც შევძლებთ, ვიბრძოლოთ და შევაჩეროთ პანდემიის გავრცელება, თან არ ჩავკეტოთ ეკონომიკა

ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შევძლებთ, რომ ვიბრძოლოთ და შევაჩეროთ პანდემიის გავრცელება და თან არ ჩავკეტოთ ჩვენი ეკონომიკა, პირიქით, ხელი შევუწყოთ ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი დოზები არსებობს, შემოტანილია 2 მილიონი დოზა სხვადასხვა ტიპის ვაქცინა.

თურნავას განმარტებით, უახლოეს დღეებში შემოვა კიდევ ერთი მილიონი დოზა „ფაიზერი“.

„ძალიან დიდი მოთხოვნაა ყველა მწარმოებლის ვაქცინაზე, მათ შორის, განსაკუთრებით „ფაიზერს“ ელოდა ჩვენი მოსახლეობა. დღეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ ყველა დარეგისტრირდეს და არსებული წესის მიხედვით ჩაიტაროს ვაქცინაცია. ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შევძლებთ, რომ ვიბრძოლოთ და შევაჩეროთ პანდემიის გავრცელება და თან არ ჩავკეტოთ ჩვენი ეკონომიკა. პირიქით, ხელი შევუწყოთ ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას. პრემიერ-მინისტრის დავალებით ვაორგანიზებთ და ვესწრები კიდეც მსხვილი დამსაქმებელი კომპანიების მნიშვნელოვანი სექტორების თანამშრომლების ვაქცინაციას. მაგალითად, დღეს, ფოთის საზღვაო, საპორტო ინფრასტრუქტურაში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციას ვესწრები. როგორც ვიცი, 60-ზე მეტი ადამიანი დღეს არის ჩაწერილი და იტარებს ვაქცინაციას. ესენი არიან „ეი-პი-ემ ტერმინალის“ თანამშრომლები, ფოთის პორტის თანამშრომლები, აქ, ფოთში საზღვაო სექტორის წარმომადგენლები. ეს ის სფეროა, რომელიც დღემდე უსაფრთხოდ ფუნქციონირებდა. მიუხედავად კოვიდისა, ჩვენი პორტები არც ერთი წამით გაჩერებულა და ასეც უნდა გაგრძელდეს მომავალში. ვაქცინაცია ამის უტყუარი ძალაა“, - განაცხადა თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა