ირაკლი კოვზანაძე -  მზად ვართ განვიხილოთ ყველა საკითხი, რაც ხელს შეუწყობს საფინანსო სექტორში კონკურენციის ზრდას და ამ  სფეროს კიდევ უფრო გაჯანსაღებას

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს ალექსანდრე ძნელაძეს და აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ბაგრატიონს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს როგორც საბანკო, ისე მთლიანად საფინანსო სფეროში არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები.

ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ კომიტეტი ყოველთვის მხარს დაუჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს საფინანსო სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფას, ლიკვიდობის ზრდას, კონკურენციის შენარჩუნებას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას და ახალი საბანკო და საფინანსო პროდუქტების დანერგვას.

„კომიტეტის კარი ღიაა ნებისმიერი კომერციული ბანკის, სადაზღვევო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებისთვის, მზად ვართ სამუშაო ფორმატში განვიხილოთ ყველა საკითხი, რაც ხელს შეუწყობს ამ სფეროს კიდევ უფრო ზრდას და გაჯანსაღებას“, -აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ რეფორმების მნიშვნელობას, რომელშიც კომიტეტმა წამყვანი როლი ითამაშა და რომელმაც საფინანსო სექტორის მდგრადობა განაპირობა.

მათ შორის, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, საპენსიო რეფორმა, კომერციული ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს შემოღება, კანონი „საინვესტიციო ფონდების" შესახებ და არაპროფილური აქტივების გამიჯვნა.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თანამშრომლობისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც რეგულარულად გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო