გიგა ბოკერია - დამოუკიდებელი მედიის შენჯღრევა სურთ და ნახულობენ, თუ სადამდე გაუვათ

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია, „მთავარი არხის“ გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახურის შესვლას ეხმაურება.

ბოკერიას თქმით, საქართველოს ტრადიციის ქვეყანაში, როდესაც საგადასახადო სამსახური შედის კრიტიკულ მედიაში შესამოწმებლად, იმ პირობებში, როცა დამოუკიდებელი სასამართლო არ გვაქვს, ყოველთვის საგანგაშოა.

ბოკერიას თქმით, ამ სვლით მინიმუმ დამოუკიდებელი მედიის შენჯღრევა სურთ და ნახულობენ, თუ სადამდე გაუვათ“.

„ჩვენი ტრადიციის ქვეყანაში, სამწუხაროდ, ნებისმიერ ვითარებაში, საგადასახადო როცა კრიტიკულ მედიაში შესამოწმებლად შედის, იმ პირობებში, როცა დამოუკიდებელი სასამართლო არ გვაქვს, ყოველთვის საგანგაშოა ხოლმე ეს ამბავი, პროაქტიულად როცა მოქმედებს საგადასახადო ინსპექცია და მთავრობა.

ამ კონტექსტში, როცა გამოცხადებული ომი აქვს ივანიშვილის რეჟიმს მისი ამ შავბნელეთის მოციქულის, ღარიბაშვილის პირით დამოუკიდებელი მედიის და მთლიანად საზოგადოების მთლიანი ნაწილის წინააღმდეგ, ასეთ მომენტში არის არათუ ეჭვი, არამედ პირდაპირ მტკიცებულება, რომ მინიმუმ ამოცანა აქვთ შენჯღრევის და ნახავენ სადამდეც გაუვათ ეს ამბავი“, - განაცხადა ბოკერიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს