ნათია თურნავა - კოვიდის მიუხედავად, საზღვაო სექტორი, პორტები არ გაჩერებულან,  ასეც უნდა გაგრძელდეს მომავალში და ვაქცინაცია არის ამის უტყუარი გზა

კოვიდის მიუხედავად, საზღვაო სექტორი, პორტები არ გაჩერებულან, ასეც უნდა გაგრძელდეს მომავალში და ვაქცინაცია არის ამის უტყუარი გზა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირადად აორგანიზებს და ესწრები კიდეც მსხვილი დამსაქმებელი კომპანიების, მნიშვნელოვანი სექტორების თანამშრომლების ვაქცინაციას.

„დღეს ფოთში ვიმყოფები, სადაც საზღვაო, საპორტე ინფრასტრუქტურაში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაცია მიმდინარეობს. ესენი არიან ფოთის ტერმინალის, პორტის თანამშრომლები და საზღვაო სექტორის წარმომადგენლები ფოთში. ეს ის სფეროა, რომელიც უსაფრთხოდ ფუნქციონირებდა დღემდე და მიუხედავად კოვიდისა, ჩვენი პორტები არცერთი წამით არ გაჩერებულან. ასეც უნდა გაგრძელდეს მომავალში და ვაქცინაცია არის ამის უტყუარი გზა", - განაცხადა თურნავამ.

მინისტრთან ერთად ფოთში იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი.

მინისტრის შეფასებით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რითიც შესაძლებელია, თან შევებრძოლოთ და შევაჩეროთ პანდემიის გავრცელება, თან არ ჩავკეტოთ ეკონომიკა და პირიქით, ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ ზრდას.

„მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში დაწყებულია, გვაქვს საკმარისი რაოდენობის დოზები, 2 მილიონი სხვადასხვა ტიპის ვაქცინა არის შემოტანილი ქვეყანაში და კიდევ შემოვა დამატებით „ფაიზერის" მილიონი ვაქცინა. დიდი მოთხოვნაა ყველა მწარმოებლის ვაქცინაზე, მათ შორის განსაკუთრებით „ფაიზერს" ელოდა ჩვენი მოსახლეობა და არის შესაძლებლობა, ყველა დარეგისტრირდეს და არსებული წესის მიხედვით ჩაიტაროს ვაქცინაცია", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში მინისტრის თანდასწრებით მასობრივი ვაქცინაციის რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის 24 ივლისს ბათუმში, სადაც ასევე საზღვაო სექტორის წარმომადგენლები აიცრნენ. ნათია თურნავას განცხადებით, მომავალშიც აპირებს სხვადასხვა დარგების, მსხვილი ბიზნესების, კომპანიების და ორგანიზაციების თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს დაესწროს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა