ელენე ხოშტარია - თუ ჩვენ დავკარგეთ მედია, რაც დაუშვებელია და არ მოხდება, დავკარგავთ აბსოლუტურად ყველა თავისუფლებას, სიმშვიდეს და უსაფრთხოებას

კარგად უნდა გვესმოდეს, თუ ჩვენ დავკარგეთ მედია, რაც დაუშვებელია და არ მოხდება, ჩვენ დავკარგავთ აბსოლუტურად ყველა თავისუფლებას, სიმშვიდეს და უსაფრთხოებას! - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რითაც ის „მთავარი არხის“ გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახურის შესვლას გამოეხმაურა.

ხოშტარიას თქმით, „აბსოლუტურად ნათელია, რომ ეს არის პოლიტიკური რეპრესიების ნაწილი“.

„ეს ხდება ძალიან საშიშ კონტექსტში - მედიაზე დაუფარავი, მიზანმიმართული ძალადობის და თავდასხმების ფონზე. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არათუ გამოძიებასა და სინანულზე ან დათმობაზე მიდის, არამედ, ჟურნალისტებს, ჩვენს თანამოქალაქეებს, ახალგაზრდებს უწევთ ფიზიკური ჯანმთელობის საფრთხის ფონზე მუშაობა. უკვე ყოველდღიურად არიან კორესპონდენტები და ჟურნალისტები თავდასხმის ობიექტები და ეს ხდება მინისტრების და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების პირდაპირი მითითებით, ორგანიზებით, მაგალითებით, რასაც ემსახურებოდა თეა წულუკიანის ბანდიტური გამოხტომა სენაკში. ჟურნალისტებზე თავდასხმა არის ამ ქვეყანაში წახალისებული და ამისთვის არავინ დაისჯება. მედია არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ბევრი მცდელობის მიუხედავად ოლიგარქიულმა რეჟიმმა ვერ მიიტაცა. ამ თავდასხმების ფონზე მედია უპრეცედენტოდ კონსოლიდირებულია.

კარგად უნდა გვესმოდეს, თუ ჩვენ დავკარგეთ მედია, რაც დაუშვებელია და არ მოხდება, ჩვენ დავკარგავთ აბსოლუტურად ყველა თავისუფლებას, სიმშვიდეს და უსაფრთხოებას! ამიტომ ყველა მინდა გავაფრთხილო „ქართულ ოცნებაში“ - არ გაგივათ! როგორც ფიზიკურად ვიცავდით და არაერთხელ დაუცავთ ამ ქვეყანაში მედია, ზუსტად ასე ფიზიკურად დავიცავთ ჟურნალისტებსაც და ყველა მედიას! ეს არის ყველა პოლიტიკოსის და საზოგადოების ვალი“, - განაცხადა ხოშტარიამ.

იხილეთ ვიდეო: თუ ჩვენ დავკარგეთ მედია, დავკარგავთ ყველა თავისუფლებას, სიმშვიდეს და უსაფრთხოებას - ელენე ხოშტარია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა