ანა დოლიძე თბილისის მერობის კანდიდატზე - „ნაცმოძრაობას“ და ყველა ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის "შუაშისტებს", ჩემთვის მხარი რომ დაეჭირათ, გამარჯვების უფრო დიდი შანსი იყო

„ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა ყველა ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის შუაშისტებს, ჩემთვის მხარი რომ დაეჭირათ, გამარჯვების უფრო დიდი შანსი იყო, - ამის შესახებ „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა მის კანდიდატურას იმიტომ არ დაუჭირა მხარი, რომ მისივე პოლიტიკური დღის წესრიგი მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

„თუ მაგიდაზე იქნება ასეთი არჩევანი, - „ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ეს ხალხი დარჩება სახლში. მე ადრე შევთავაზე, დავაყენე ჩემი კანდიდატურა, რომ სიგნალი მიმეცა ოპოზიციისთვის. თბილისის მერობის კანდიდატად იმიტომ წარვადგინე ჩემი თავი, მთლიანად ოპოზიციისთვის, რომ მხარი დაეჭირათ ადამიანისთვის, რომელსაც არ ჰქონდა „ნაციონალებთან“ რაიმე კავშირი. მთავარ კოზირს არ მივცემდით ხელისუფლებას, რომ მხოლოდ „ნაციონალები“ არიან მეორე მხარეს. „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა ყველა ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის შუაშისტებს, რომ ჩემთვის მხარი დაეჭირათ, გამარჯვების უფრო დიდი შანსი იყო. ეს იქნებოდა მაშინ, „ნაციონალურ მოძრაობას“ პლიუს ყველა შუა. რატომ არ დამიჭირეს მხარი? - ალბათ, არ იზიარებენ ჩემს დღის წესრიგს. არც არავინ მოსულა ამის შემდეგ ჩემთან, მოსალაპარაკებლად. ყველა, ვინც მხარს დამიჭერდა, მხარს დაუჭერდა ამ დღის წესრიგს, რომელსაც თავის დროზე, ვატარებდი მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართაც“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა