კახეთში ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა

კახეთში, გვიან ღამით ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა. ძირითადად უამინდობა იყო ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტებში.

ლაგოდეხში, თავისუფლების ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ორი ხე წააქცია. შედეგად დაზიანდა იქვე მდგომი ავტომობილები, თუმცა შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

სტიქიის დროს ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს დენის მიწოდება შეუწყდა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენით სამუშაოებში შესაბამისი სამსახური ჩართულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო